სამართალი
„განსხვავებული აქცენტები“: ვინ არის ჰაკიმ-ფაშა და როგორ აღმოჩნდა მის ხელში საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტომასალა“

1-Akcenti-samart-3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ზურაბ ჟვანიას საქმეში არსებული დოკუმენტები, რომელიც "განსხვავებულმა აქცენტებმა" მოიპოვა, ნათელს ჰფენს კითხვებს - ვინ არის ჰაკიმ-ფაშა და როგორ აღმოჩნდა მის ხელში საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტომასალა. დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილს ფოტოები შს მინისტრობის დროს უნდა ჰქონოდა ნანახი.

უკავშირდება თუ არა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან წასვლა ჟვანიას საქმეს, რა გადაწყვეტილება მიიღო კბილაშვილმა ჟვანიას საქმეზე გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, არის თუ არა ექსპერტი ლევან ჩაჩუა ღარიბაშვილის პირადი პატიმარი.

9 წელი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან. ახალი ფაქტები, დღემდე უცნობი დოკუმენტები და ვიდეომასალა, რომელსაც მაყურებელი პირველად ნახავს. შაბათს, 22 საათზე "განსხვავებულ აქცენტებში", როგორ ყალბდება ყველას თვალწინ გამოძიება.