სამართალი
ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, კოჟორიძის, გიგაურისა და ლიკა საჯაიას მიმართვა უსუფაშვილს: „იმედი გვაქვს, რომ არ დაუშვებთ საქართველოში მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივებას“

1-Sturm-samart-1საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრები: ეკა გიგაური, ლაშა ტუღუში, კახა კოჟორიძე, ზვიად ქორიძე და ლიკა საჯაია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართავენ.

"ბატონო დავით, ჩვენთვის ცნობილი გახდა ...საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი  წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება. ეს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე... ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გაახანგრძლივებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევის და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას... სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ დათმო იარაღი, რომლის მეშვეობითაც მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები", - აცხადებენ, კერძოდ, მიმართვის ავტორები.