უცხოეთი
აფხაზებს მიაჩნიათ, რომ მათ სახელმწიფო უკვე ააშენეს

1-afxazi-zar-2საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების შესახებ ერთიანი და მთლიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში, სოხუმში გამოეხმაურნენ.

როგორც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ კან ტანიამ სააგენტო „FRONTNEWS“-თან საუბარში განაცხადა, “თუ საქართველოს მთავრობას აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა სურს, მაშინ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი”.

ჩვენ არ დავიღლებით იმის გამეორებით, რომ აფხაზებისთვის აფხაზეთი სხვისი ტერიტორია არ არის, ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა. ჩვენ ჩვენი სახელმწიფო უკვე ავაშენეთ და ამას ვაგრძელებთ ქართული ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეები ირონიით აღიქვამენ. დავიღალეთ ძმობაზე ლამაზი სიტყვების მოსმენით, რომელიც  დასავლეთის ფრთის ქვეშ ილუზიებით სავსე კარგი ცხოვრების შესახებ ცარიელი დაპირებაა. თავისუფლებას ფულით ვერ იყიდი, ამიტომ  მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხარჯზე აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენის მცდელობა არაფრის მომცემია. საქართველოს მხრიდან აფხაზეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა აფხაზთა ნდობის აღდგენისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი იქნებოდა“, - განაცხადა ტანიამ.