სამართალი
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“: ოჯახური ძალადობის ძირითადი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე და განათლების დაბალი დონეა

1-Chelovek-samart-3საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ყურადღებას საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ამახვილებს. „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობრივი ქცევის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე... უმუშევრობის შედეგად ძალადობის ფაქტების მომრავლება გამოწვეულია განათლების დაბალი დონითაც.

სწორედ განათლების დონის ამაღლება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, არ დაუშვას ოჯახის სხვა წევრის მიერ მასზე ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობა და მათი აღმოფხვრის მიზნით დროულად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სახელმწიფოს ევალება ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის დროს შეასრულოს როგორც პრევენციული, ისე კანონით დადგენილი სადამსჯელო ქმედებები. სწორედ პრევენციული მიდგომა განაპირობებს მომავალში ამ ფაქტისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულებისა და საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულების - „ოჯახის საკითხები მხოლოდ ოჯახს ეხება“ შეცვლას“, -განმარტავენ ორგანიზაციის წევრები.