სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე: „სიცრუეა, რომ თითქოს რაღაც თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე“

1-gomelauri-sam-2საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ვახტანგ გომელაური:ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მინდა ვუსამძიმრო მის ოჯახს. მოხდა წყლის ავზის გასკდომა და ამის შემდეგ მოყვა კედლის ნგრევა, რამაც გამოიწვია .. სინკარის ჩამოვარდნა და ისვენებდა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც დაეცა ზედ და მოყვა სიკვდილიანობა.

არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, არანაირი აფეთქება არ მომხდარა, უბრალოდ მოხდა, ასე ვთქვათ, ორთქლის დაგროვება, რამაც გამოიწვია ამ ავზის გასკდომა და კედლის ნგრევა. მეტი ისეთი არაფერი არ მომხდარა, რაც პანიკები ვთქვათ გავრცელდა, ჭორები გავრცელდა საინფორმაციო წყაროებში. დაღუპული ქუთაისშია პროზექტურაში გადასვენებული. ჩაუტარდება რაც საჭიროა ყველაფერი და მერე გადავასვენებთ ალბათ სახლში“.