„ქართული აკადემია“ 25 ნოემბერს პარლამენტთან მივა
„ქართული აკადემია“ ''სახალხო კრებას'' არ უერთდება, მაგრამ 25 ნოემბერს პარლამენტთან მისვლას მაინც გეგმავს. „ქართული აკადემიის“ წარმომადგენლის - თემურ ნანეიშვილის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო კრებას დაესწრებიან, თუმცა გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.
ნანეიშვილის განცხადებით, „ქართული აკადემიისთვის” ''სახალხო კრების'' საბოლოო გეგმები უცნობია.
„თუ ამ პროცესს შედეგი არ მოჰყვა - არ მივიდა ხალხი და საზოგადოებაში დამკვიდრდა ნიჰილიზმი, „ქართული აკადემია“ ამ პროცესის თანაზიარი ვერ იქნება“, - განმარტა ნანეიშვილმა.
ნანეიშვილის პოზიციას იზიარებს ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი ნინელი ჭანკვეტაძე.
„ქართულია აკადემია“ ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატები“ მხარდამჭერია, რომელიც ასევე არ შეუერთდა ''სახალხო კრებას''.