აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ბანკის ერთობლივი განცხადება ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადაფინანსების შესახებ

საქართველო, 28 ოქტომბერი,
საქინფორმი. 22 ოქტომბერს, აშშ-ის ელჩმა
რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა
ირაკლი გილაურმა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადაფინანსების შეთანხმების შესახებ განაცხადეს. საქართველოს ბანკი, ფონდ „
სიცოცხლის ხეს“ საშუალებით, 2015 სასწავლო წელს დააფინანსებს ორი სტუდენტის სწავლას აშშ-ში, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სტუდენტებს მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ნებისმიერ დისციპლინაში. ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გაცვლითი პროგრამაა. სამაგისტრო პროგრამა ტარდება ღია კონკურსის წესით, მას ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.