სამართალი
რიჩარდ ნორლანდის კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროში: „საქართველოსთან ძალიან კარგი პატნიორობა გვაქვს ოჯახური ძალადობის პრობლემასთან გასამკლავებლად

1-norland-sam-2საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. პასუხი რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელშეკრულების შესახებ დასმულ კითხვაზე:
აშშ, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე, შეშფოთებულია ჟენევის ფორმატსა და იქ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ამ ხელშეკრულების შესაძლო გავლენით. ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს - საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს და ვაგრძელებთ მხარდაჭერას.
პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დასმულ კითხვაზე:

უკანასკნელი დღეების მოვლენებს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, რადგან, რასაკვირველია, ყველა ქვეყანაშია ოჯახური ძალადობის გამოვლინება, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც. ამავე დროს, ყოველი ამბავი საშინელია... მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება გაეროს მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებას „16 დღე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც ნოემბერში აღინიშნება.

დავამატებდი, რომ ვიზიარებთ პრემიერ მინისტრის ხედვას, რომელიც მან გამოხატა ამ მოქმედებებთან და მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ მკაცრ განცხადებაში.