სამართალი
პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა ვ. გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით

1-gruppa-sazm-1საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურატურას, განაგრძოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დასკვნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ამ დროისთვის მოწოდებული მტკიცებულებები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი“ იმისთვის, რათა მართებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილის, შსს-ს ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირების ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება სხვდასხვა დანაშაულებისთვის. ჯგუფის დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ აქ: (დასკვნა).

იხილეთ ასევე ვიდეო: ბრიფინგი უცხოელი პროკურორების დასკვნასთან დაკავშირებით.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: სერ ჟოფრეი ნაისი (დედოფლის ადვოკატი. დიდი ბრიტანეთი), მოშე ლადორი (ისრაელი) და პოლ კოფეი (ამერიკის შეერთებული შტატები).