აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ორი წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ხალხს“

1-Narod-aqtual-2საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო თვითმმართველობის რეფორმის ჩატარება და ქვეყანაში ახალი ტიპის მმართველობის შემოღება - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

2012 წელს მე დავინახე ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და არჩევანი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა - ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა და საბოლოოდ უთხრა უარი ძალადობასა და უსამართლობას. 2012-ში მე დავინახე საზოგადოება, რომელიც არაფერში არ გაცვლის, არაფრის ფასად არ დათმობს უმთავრეს ღირებულებებს. სწორედ ამ ღირსეულმა საზოგადოებამ ანდო კოალიცია ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" ქვეყნის მართვის სადავეები.

ეს ნდობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ჩვენს კოალიციას გამოგვიცხადა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და მომავალ ორ არჩევნებზე თავისი მხარდაჭერა საბოლოოდ დაადასტურა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.