სამართალი
"ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

1-Politsovet-sam-3საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სხდომაზე ძალადობის პრევენციის სამოქმედო გეგმაზე, ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებსა და აფხაზეთსა და რუსეთს შორის "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და კანონპროექტებს, რომლებსაც პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 27 ოქტომბერს საზოგადოებისთვის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შესახებ.