სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „თბილისობა არის ტრადიცია, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება“

1-Pre-sam-2-mtსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. დედაქალაქის საკრებულოს ისტორიული შენობა აღდგენილია - თბილისობა თბილისელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებული შენობიდან მიულოცა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს დედაქალაქი რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქის მთავარ ღირებულებად  სხვადასხვა ერის მშვიდობიანი თანაცხოვრება და საკუთარი ქალაქის მიმართ განუსაზღვრელი სიყვარული დაასახელა და თბილისობა კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას, ვისთვისაც თბილისელობა საპატიო და საამაყოა.

1-Pre-sama-2-qv