აქტუალური
ილია მეორე: „ყველას გილოცავთ თბილისობის დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ”

1-Ilia-aqt-3-Mსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნის ცერემონიალზე თბილისობის დღესასწაული მიულოცა ყველას, მიესალმა პრეზენტაციაზე მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვდღესასწაულობთთბილისობას”, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი...

როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთთბილისობაზეუპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში...

კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!” – აღნიშნა უწმიდესმა.

1-Ilia-aqt-3-qve