„თქვენმა ირაკლიმ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ფულების მოძიება და ბიზნესმენებთან შეხვედრები, ბიძინას ზურგს უკან თამაშის ეშხში ისე შევიდა, დუბაიში „დატყდა“ თქვენი მინისტრი, იქ ელიტარულ ღამის კლუბში შეხვდა დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას, სადაც საუბრები იყო იმაზე, რომ ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემის შემთხვევაში, ირაკლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალები“ დაეხმარებოდნენ... როგორც კი, ალასანიამ სიტყვა გატეხა, „ნაცბანდელებმა“ ინფორმაცია ბიძინასთან შეაგდეს. ამას დაემატა ირაკლის სატრფოების ამბავი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ლამაზმანთან ერთად სკანდალში გაეხვია. დაგეგმილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი, მაგრამ ირაკლი პარიზის გავლით ჩაფრინდა ლონდონში...
ბიძინამ ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა და ირაკლის ერთი მარტივი კითხვა დაუსვა, ბიუჯეტის ხარჯზე რატომ „გულაობო“?.. დავით ბატონო, გაეროში გადარეკეთ და მოიკითხეთ, სად მუშაობს ირაკლის მეგობარი ქალბატონი? დაგიდასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს, ან მისი ცოლისდა ფანჯიკიძე დაიკოს კონკურენტს როგორ გააჩერებდა?! უმწიკვლო“ ირაკლიმ მეგობარი გოგონა უმწეო მდგომარეობაში არ დატოვა და როგორც „გაეროში“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მაღალანაზღაურებადი სამსახური „გაუჩალიჩა“, - წერს გამოცემა.
წყარო: გაზეთი “ალია”