უცხოეთი
ვინ არის მართალი და ვინ ცრუობს?! რადოსლავ სიკორსკი: „პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა ატეხა სროლა!“ გიორგი მარგველაშვილი: „საქართველოს არ შეეძლო პირველს დაეწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ ტერიტორიაზე!“

1-radoslav-zar-2-anსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. რადოსლავ სიკორსკი: „ნუ დავივიწყებთ ისტორიულ კონტექსტს. ეს ჯერ კიდევ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტის წინ იყო, სადაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინას ღია ტექსტით ემუქრებოდა, სხვათა შორის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თანდასწრებით და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომამდე... შეგახსენებთ, რომ საქართველო არ იყო რუსეთის განზრახვის საბოლოო დასტური, რადგან იქრეზიდენტმა სააკაშვილმა უფლება მისცა მისი პროვოცირება მოეხდინათ და პირველმა ატეხა სროლა. (პოლონეთის სეიმის სპიკერის, საგარეო საქმეთა ექსმინისტრის 2014 წლის 22 ოქტომბრის ინტერვიუდან).

„საქართველოს არ შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ პირველს დაეწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე! ასეთი რაღაცები მთავრობაში, როგორც მაშინ (2008 წლის 8 აგვისტოს - საქინფორმი) მუდამ ხდება ომის დროს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ეს არ აძლევს უფლებას რუსეთს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს“ (იაპონიაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლიდან 2014 წლის 23 ოქტომბერს).

საქინფორმის მკითხველმა კარგად იცის, ვი არის მათგან მართალი და ვინ ცრუობს!