სამართალი
მალხაზ სონღულაშვილი: „ჩემს მუსლიმ დებსა და ძმებს ვთხოვ, გვაპატიონ ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ მათ წინააღმდეგ“

1-Malxaz-samart-3საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს ამცირებენ, მათ სიწმიდეებს ხელყოფენ და მათ მიმართ რელიგიურ შუღლს აღვივებენ.

თავზარდამცემი ის არის, რომ ყოველივე ამას ისინი აკეთებენ, ვისაც ჩვენს ქვეყანაზე და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ავალია ზრუნვა და ამაში ჯამაგირებს იღებენ!

რატომ არ ვაძლევთ ჩვენს მუსლიმებს უფლებას, რომ თავიანთი სიწმინდეები დაიბრუნონ? უმრავლესობის რელიგიას ასე მოვექცეოდით? ასე აბუჩად აიგდებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენლებს?

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენივე სიბრიყვით, უკვე კარგა ხანია ვამკვიდრებთ უმცირესობის და სუსტის ჩაგვრის კუტურას: ხან ოსები დავჩაგრეთ, ხან აზერბაიჯანელები, ხან იეღოველები, ხან სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები...

ჩემს მუსლიმ დებსა და ძმებს კი ვთხოვ, გვაპატიონ ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ მათ წინააღმდეგ",-ნათქვამია მალხაზ სონღულაშვილის განცხადებაში.