სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას კომენტარი ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის გამართულ ტრენინგზე

1-koment-samart-2საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ლევან იზორი: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და ახლო პერიოდში საზოგადოების წინაშე წარსდგება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით და ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოჯახში ძალადობის პრევენციას. ჩვენ უკვე წარვსდექით მთავრობის წინაშე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში 126- პრიმა მუხლის გამკაცრებას, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება. გვინდა დამატებით სასჯელის ზომა შემოვიღოთ, რომელიც გაითვალსინებს უკვე თავისუფლების აღკვეთას, რითაც პოლიციელს სამართლებრივი საფუძველი ექნება მოძალადის დაკავებისა.

ასევე შიდა ინსტრუქციის პროექტი მომზადდა, რომლის თანახმად, ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახში, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, პოლიციელს ევალება შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ანუ გამოძიების დაწყებამ არ უნდა შეაფერხოს შემაკავებელი ორდერის გამოცემაც და შესაბამისად ამ კომპლექსური ღონისძიებებით და საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ აი ამ პრობლემის დაძლევას“.