სამართალი
სასამართლომ ბაჩანა ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო

1-BaCana-samart-3საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქმის განხილვა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისათვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტზე.

აჩანა ახალაია, რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას  საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით.

გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა, რომელთაც ბრალი ედებოდათ სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შეუფარდა თვისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამინისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ბრალდებულებს საბოლოდ  მიესაჯათ 11 წლითა და 3 თვით  თავისუფლების აღკვეთა.

მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ და  რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მეგის ქარდავას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით.