სამართალი
პროკურატურის განცხადება: “გერონტი ალანიას, მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურსა და ალექსანდრე ღაჭავას სასჯელის მოხდისა და დუმილის საფასურად მერაბიშვილმა და ახალაიამ 100-100 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადეს“

1-Girgvliani-samart-2საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და  საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის.

2006 წლის 27 იანვარს, . თბილისში, კაფე-ბარ ,,შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე, გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში.