სამართალი
კომპანია ACT გმობს ქვეყანაში ქალებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და გენდერულ საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების განათლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას

1-Jena-samar-3საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე (იხ. აქ).
როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, საქართველოში და კონკრეტულად, ქართულ ოჯახებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ იერარქიულ მიმართებებს ოჯახის ქალ და მამაკაც წევრებს შორის. ამას მოწმობს კვლევის შედეგად გამოვლენილი გენდერულ როლებთან დაკავშირებული აღქმები, სტერეოპტიპები და სოციალური ნორმები.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) თვლის, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ქალების 56% და მამაკაცების 72%.

ასევე, რესპონდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი (44%) ეთანხმება დებულებას, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, კაცმა აჩვენოს ცოლს/პარტნიორს, ვინ არის სახლში უფროსი. ამ შემთხვევაშიც პრობლემას წარმოადგენს თავად ქალების დამოკიდებულება ოჯახში არსებული მსგავსი სიტუაციის მიმართ. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს დაბალი თვითშეფასება და მორჩილებისკენ მიდრეკილება.