სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
1-Mafia-samart-2საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-მ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის შესახებ საინფორმაციო ფლაერები მოამზადა. აღნიშნული ფლაერები მოსახლეობაში უბნის ინსპექტორებმა გაავრცელეს.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 2 ოქტომბერს დაამტკიცა. სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.