სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზას ნატოს ექსპერტი სტეფანო სანტომატო ეწვია
1-Santomato-sam-1საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. სტეფანო სანტომატოს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. სტუმარს წარუდგინეს პრეზენტაცია და დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს. სტეფანო სანტომატო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზის შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და პირად შემადგენლობას გაეცნო.
სამაშველო ბაზაზე საგანგებო სიტუაციის მართვის შესახებ სიმულაციური საჩვენებელი ტრენინგი გაიმართა.