აქტუალური
ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცის გეგმა განიხილეს. 28+1 ფორმატის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მოკავშირეებს გეგმის დეტალები გააცნო

1-Plan-aqtual-2საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატომ ქართული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა მოიწონა და სრული მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად ჩაერთოს არსებითი პაკეტის დროულად და ეფექტურად განხორციელებაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გეგმით განსაზღვრული ელემენტების შესრულება დააჩქარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსთან თავსებადობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, ხაზი გაესვა რუსეთის მცდელობას გააფორმოს "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ქართულმა მხარემ მოკავშირეებს სრული ინფორმაცია მიაწოდა არსებული ვითარების შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.