აქტუალური
წარმოადგენს თუ არა საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის სროლაში მომზადება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას მიერ რფ-სთან მიმართებაში დაანონსებული აგრესიული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, უცნობია...

1-Strelba-aqtual-1საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეჯიბრი გამართა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში... დიპლომატებს შორის . უჩვეულო სპორტული ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე გაიმართა. საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები და ელჩები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა.

საუკეთესო მსროლელად ლატვიის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დასახელდა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორმა  სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ტურნირის მეორე და მესამე ადგილები შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე გუსტავ უინტრანდმა და აშშ-ის საზღვაო ფლოტის გადამდგარმა ოფიცერმა არტ მიშელმა დაიკავეს.