პოლიტიკა
ჩხუბი და გინება პირდაპირ ეთერში: “ნარკოტიკული თრობის დროს ბებია მოკლა! ზონდერო! მკვლელო! ამება! ნარკომანო! პედერასტო! ჩამშვებო! შე ჩათ...ო შენ!“ - პერმანენტული სიტყვიერი დაპირისპირება ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში ორ საათნახევარს გაგრძელდა

1-draka-polit-3საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, გვიან საღამოს, „რუსთავი 2“-ზე, გიორგი გაბუნიას პოლიტიკური თოქ-შოუსგადაცემა "არჩევანის" სტუმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩხუბი და გინება სტუდიაში (ვიდეო იხილეთ აქმას შემდეგ დაიწყო, რაც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა, ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი თარხან გასვიანი კრიმინალი და ნარკოდამოკიდებულია, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები.

საჯაიას განცხადებით, გასვიანის მამა თორნიკე გასვიანი "ნაციონალური მოძრაობიდან" სწორედ ნარკოდამოკიდებულების გამო გარიცხეს. გარდა ამისა, საჯაიამ თარხან გასვიანს ნარკოტიკების გამსაღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მის ბიძას მისი ბებია ნარკოტიკული საშუალების თრობის დროს შემოაკვდა. აღნიშნულ ფრაზას დარბაზში მყოფ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ვითარების დაძაბვის გამო, გადაცემის წამყვანმა გადაცემა სარეკლამო პაუზით შეწყვიტა.

სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, როცა ჩართვაში სიტყვით გამოდიოდნენ გივი თარგამაძე, ეკა ბესელია, ირმა ინაშვილი და აკაკი მინაშვილი, რომლებსაც პოეტმა ოთარაშვილმა პედერასტი უწოდა.