პოლიტიკა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესთანამშრომლობის ასოციაციის როტობო-ს პრეზიდენტ ტაკაში ნიშიოკასთან შეხვედრა გამართა

1-Rotobo-pol-2საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრას მსხვილი იაპონური ორგანიზაციებისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა.
ჩვენ სწრაფად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას - გზებს, მაგისტრალებსა და პორტებს. მოხარული ვარ, რომ იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან ამ პროექტებში მონაწილეობით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

მარგველაშვილის გაცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, რომელიც მოიცავს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობას, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს საინვესტიციო გარემოს.

ეს გულისხმობს, რომ საქართველო ახლა ღიაა თავისუფალი სავაჭრო სივრცისთვის, იმ მომხმარებელთა მოსაზიდად, რომლის ნახევარზე მეტი არის ევროპაში. საქართველოს აქვს სურვილი მხარი დაუჭიროს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ქმნის კიდეც შესაძლებლობებს ბიზნესისთვის“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.