უცხოეთი
რადიკალები უმაღლეს რადასთან ახალი ამბოხის მოწყობას აპირებენ

1-Radikali-zar-2საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინელი რადიკალები უმაღლეს რადასთან ახალი საპროტესტო აქციების მოსაწყობად ემზადებიან, მოწოდებით, გამოუშვან მათი, 14 ოქტომბერს დაკავებული აქტივისტები. ამის შესახებ უკრაინული გაზეთი „ვესტი“ იუწყება.

უკრაინელი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ ხელახლა მოაწყობენ არეულობებს უკრაინის უმაღლეს რადასთან. 10 ათასი კაცის მონაწლეობით მიტინგის მოწყობის შესახებ განაცხადი წარადგინა ნაციონალისტმა მიკოლა კოხანოვსკიმ, რომელიც ცნობილია იმით, რომ ლენინის ძეგლს კიევის ცენტრში 2013 წლის 17 ოქტომბერს ცხვირი მოატეხა.

ამავდროულად ინტერნეტში გაჩნდა მოწოდება, ორშაბათს, 20 ოქტომბერს, პარლამენტის შენობასთან გამოვიდეს ხალხი და მიაღწიოს ყველა დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას. ამასთან, წინ აღუდგეს პოროშენკოს რეჟიმს.

გაათავისუფლე პატრიოტები, იმიტომ, რომ მიაკითხავენ ყველას. იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიტპატიმრები დღემდე გისოსებს მიღმა არიან, პოროშენკოს რეჟიმი კი უკვე ახლებს იჭერს. გაათავისუფლე პოლიტპატიმრები“, - წერენ სოცქსელებში ნაციონალისტური ორგანიზაცია „რევანშის“ წარმომადგენლები.

ამასთან, ზოგან გაისმის ანტისემიტური მოწოდებებიც.

გამოცხადებულ მიტინგზე უმაღლეს რადასთან გამოჩენას აპირებს ისეთი ოდიოზური ფიგურა უკრაინელი ნაციონალისტებისგან, როგორიცაა ანა სინკოვა, რომელმაც 2011 წელს მარადიულ ცეცხლზე ერბო-კვერცხი შეწვა. 14 ოქტომბერს იგი მონაწილეობდა „მემარჯვენე სექტორისა“ და ბატალიონ „აზოვის“ საღამოს მიტინგში, გუშინ კი მიკრობლოგზე დაწერა: „დაამტკიცეთ, რომ არ ხართ დამფრთხალი ბრბო - მოდით. ხვალ ან ხალხი იქცევა  ხელისუფლებად ან კიდევ 5 წელი მონად დარჩება“.

უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის  ცნობილია პროვოკაციების მზადების შესახებ და ამიტომ პარლამენტთან დაცვა ერთი-ორად გაძლიერებულია.