პუბლიკაციები
"მე, პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავი იმთავითვე არაფრისმომცემი შეხვედრის. პირიქით, უფრო მეტსაც გეტყვით, ზიანის მომტანი შეხვედრის საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული გარღვევის ან შედეგის მოტანა არ შეეძლო და შესაბამისად, პირიქით იქნებოდა არასწორად აღქმული. ასე, რომ გააზრებულად, მე ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა არ შედგა“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ: ვანო მაჭავარიანმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოისურვა.