სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება: „აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, რის გამოც დაკავებული იქნა ხუთი მონაწილე“
1-UCastniki-samart-3საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. 19 ოქტომბერს, 19 საათზე, თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან, ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერების და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს მათ მიერ გადაკეტილი სავალი გზის გახსნისა და კანონის დაცვისაკენ. აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებსა და გამვლელ პირებს. წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის აღკვეთის დროს აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, რის გამოც დაკავებული იქნა ხუთი მონაწილე. აქციის მონაწილეთა შორის მყოფმა დაკავებულმა ტელეარხ „ტაბულა"-ს ჟურნალისტმა ალექსანდრე გიორგაძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამოაცალა რადიოგადამცემი. რაც შეეხება ადვოკატ რომეო საჯაიას, იგი დაკავებული იქნა სსსკ 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). გარდა ამისა სსსკ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით) დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლევან კვარაცხელია.