სამართალი
გენერალური მდივანი თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს ეხმაურება და საქართველოს სტამბულის კონვენციის რატიფიკაციისაკენ მოუწოდებს

1-Maka-samart-1საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი გამოეხმაურა თბილისში ყოფილი ქმრის მიერ მაკა წივწივაძის მკვლელობის ფაქტს.

„პროფესორ წივწივაძის ტრაგიკული სიკვდილი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა, რომლის იგნორირებაც დაუშვებელია. ეს პრობლემა მრავალ სერიოზულ გამოწვევას ქმნის მთელს მსოფლიოში. ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენცია ინოვაციური ინსტრუმენტია, რომელიც ქალთა ძალადობის გარეშე ცხოვრების ხედვას აერთიანებს ევროპაში თუ მის მიღმა. მივესალმები საქართველოს მიერ 2014 წლის ივნისში სტამბულის კონვენციის ხელმოწერის ფაქტს და მოვუწოდებ საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა შეუერთდეს იმ 15 წევრ ქვეყანას, რომელმაც უკვე მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება.

სტრასბურგი, 19 ოქტომბერი 2014“