აქტუალური
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 28 წევრი დააკავეს
1-Kartuli-aqtual-3საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 28 წევრი დააკავეს. სპეცოპერაცია "ქართული" მადრიდში, კასტილია ლა მანჩსა და კატალონიაში ერთდროულად განხორციელდა. დაკავებულთა შორის "კანონიერი ქურდებიც" არიან. ესპანური გამოცემების ცნობით, დაკავებულებს ამ დროისათვის დაახლოებით 50-მდე საცხოვრებელი ბინის ქურდობა ედებათ ბრალად. დაკავებულთა შორის ყველაზე უმცროსი 22, უფროსი კი 58 წლისაა. ესპანელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ოპერაცია გრძელდება და მიმდინარეობს იმ პირთა ძიებაც, რომლებიც აღნიშნულ დაჯგუფებასთან თანამშრომლობდნენ.