აქტუალური
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოში დღეს რეალური დემოკრატიაa და კანონის ფარგლებში ყველა ადამიანს შეუძლია, თავისუფლად გამოხატოს აზრი“

1-Demokratia-aqtual-2საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერმა მის საცხოვრებელ სახლთან გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც გამომწვევად, დესტრუქციულად და პროვოკაციულად იქცევა, შექმნას არეულობა და ქაოსი.

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და პროკურატურას, მაქსიმალურად გააკონტროლონ ამ ადამიანების პროვოკაციული ქმედება და ვინც არ უნდა იყოს იგი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თუ რომელიმე სხვა პარტიული კუთვნილებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს… ჩვენ დღეს გვაქვს რეალური დემოკრატია. რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა ე.წ ოპონენტებმა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კანონის ფარგლებში, ნებისმიერი სახით გამოხატოს თავისი აზრი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.