უცხოეთი
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, ბორტზე ერთი ტვირთით, ბათუმის პორტში შევიდა. მოსკოვში ამას თავხედობა უწოდეს...

1-flagman-zar-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეექვსე ფლოტის საფლაგმანო ხომალდი, რომელსაც კალიფორნიის მთის საპატივცემულოდ Mount Whitney ეწოდა, ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შევიდა და ბათუმის პორტში გაჩერდა. ამის შესახებ ნატოსთან არსებული აშშ-ის მისია იტყობინება თავის ოფიციალურ „ტვიტერზე“. იგივე ფოტოსურათი განთავსდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე ფეისბუქზე.

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები საქართველოში ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ, - იტყობინება „გრუზია ონლაინ“. ეკიპაჟის წევრები შეხვდებიან საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დ აასევე, აჭარის ხელმძღვანელობასა და ბათუმის მერს.

ასევე ამერიკელი სამხედროები, ბათუმის სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ანტიტერორისტულ და ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნებში.

Newsru.ua მიკრობლოგ „ტვიტერის“ თურქ მომხმარებლებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ თითქმის იმავდროულად, შავ ზღვაში შევიდნენ ამერიკის სხვა სამხედრო გემებიც. კერძოდ, ქსელში მოხვდა ესმინელი USS Cole DDG67-ს ფოტოც. თურქი მომხმარებლის ვარაუდით, ასეთი აქტივობა უკრაინაში არსებულ სიტუაციას უკავშირდება.

გამოცემა იხსენებს, რომ ამ დღეებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ არ გამორიცხა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გაუარესება უახლოეს ხანებში.

რუსეთში ამერიკის ხელისუფლების მოქმედებები „უმაღლესი თავხედობის პოლიტიკად“ შეაფასეს.

„ამერიკის ხელისუფლების ქმედებებს შევაფასებდი, როგორც უმაღლესი თავხედობის პოლიტიკას. როცა ევროპაში, მოსკოვში და კიევშიც კი სულ უფრო მეტი ინიციატივა ჟღერს არსებული კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრის სფეროში, ამერიკის პოლიტიკურ კლასს ხელს არ აძლევს ამ სისხლისღვრის მშვიდობიანად შეწყვეტა“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ ფლოტის მხარდაჭერის საერთორუსული მოძრაობის თავმჯდომარემ, პირველი რანგის კაპიტანმა მიხაილ ნენაშევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ქმედებები „პოლიტიკური ჰიპნოზის მცდელობაა“.