შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სექტორები გახსნა

საქართველო, 17 ოქტომბერი,
საქინფორმი. შს მინისტრმა
ალექსანდრე ჭიკაიძემ, მინისტრის მოადგილე
ვახტანგ გომელაურმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა
ზურაბ გამეზარდაშვილმა ლაგოდეხში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეოთხე სექტორ „
ახალსოფელი“-ს, მესამე სექტორ „
მსხალგორი“-ს და პირველ სექტორ
„ცოდნის კარი“-ს შენობები საზეიმოდ გახსნეს.
აღნიშნული სექტორებიდან „მსხალგორი“ და „ახალსოფელი“ საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე, ხოლო სექტორი „ცოდნის კარი“ საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.