პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა
1-administr-polit-3საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. სხდომას უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაესწრნენ.