უცხოეთი
საქართველო რუსეთში სურსათ-სანოვაგის მიწოდებას აფართოებს

1-prodovolstvie-zar-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 14 ოქტომბრიდან გაფართოვდება სურსათ-სანოვაგის ის ასორტიმენტი, რომლის ექსპორტსაც საქართველო რუსი მომხმარებლისთვის მოახდენს. ხილს, ბოსტნეულს, თხილსა და ღვინოს დაემატება თევზი, ხორცი და თაფლი.
საქართველოს სურსათ-სანოვაგის ეროვნული სააგენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურიშვილმა და „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოილაპარაკეს, რომ მწარმოებლები რუსეთის ბაზარზე, სხვა პროდუქციის გარდა, თევზის, თაფლისა და ხორცის ექსპორტსაც მოახდენენ.

6 აგვისტოს რფ-ს ხელისუფლებამ შეზღუდა იმპორტი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსული კომპანიებისა და თანამდებობების პირთა მიმართ სანქციები შემოიღეს რფ-სთვის ყირიმის მიერთებისა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლება არ შეერთებია რფ-ის საწინააღმდეგო სანქციებს და გამოთქვა სურვილი, მნიშვნელოვნად გაეფართოებინა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდება.