რელიგია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს

1-sveticx-aqt-3-rel-1-mtსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას, გილოცავთ მცხეთობას. საოცარი განწყობაა მოსახლეობაში. სვეტიცხოველი თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი რწმენის სიძლიერის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის უწყვეტობის ერთგვარი სიმბოლოა. ჩვენ მართლაც ბედნიერი ერი ვართ, რომ სწორედ ასეთი ძეგლები შემოგვინახა ჩვენმა დიდმა წინაპარმა თაობამ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღეს და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მეუღლესთან ერთად, მცხეთაში ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა დაათვალიერა, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა.

1-Sveticx-aqt-3-rel-1-qv