რელიგია
თბილისში წმინდა ბარბარეს ეკლესია სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დაარბიეს!

1-ekl-aqtl-2-rel-MTსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ტაძარი იავარქმნილია - კედლებიდან ჩამოგლეჯილია ხატები, იატაკზე მიმობნეულია სიწმინდეები, მათ შორის – ჯვრებიც, ბარძიმი, მღვდლის შესამოსლები. გატეხილია შესაწირი ყუთები, ასევე დამტვრეულია წმინდა ნიკოლოზის ხატის შუშა.

როგორც ჟურნალისტებს ეკლესიის წინაძღვარმა მამა ისემ განუცხადა, ტაძარი ვანდალურადაა დარბეული.“აქ არ არის ლაპარაკი რაღაც მატერიალურის დაკარგვაზე. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია – ხატები, ადგილზეა. მთავარი არის ის, რომ ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა. აქ სწორედ ღირსების შელახვაზეა საუბარი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ტაძრის წინამძღვარმა, მამა ისემ, რომლის თქმითაც „ქართული ეკლესია შეგვიგინეს". მისივე შეფასებით, ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. „ამაზე მთელი პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ", – აღნიშნა ეკლესიის წინამძღვარმა.

1-ekl-aqt-2-rel-2-1 1-ekl-aqt-2-rel-2-2