სამართალი
შსს-მ ჯგუფის მიერ ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

1-zaxvat-samart-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  თანამშრომელი - დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშორმელი - ჯემალ შონია, ასევე, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.

ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

სამართალდამცველებმა12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს.