სამართალი
ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები ჯგუფის მიერ ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დაიკითხნენ

1-sotrduniki-sam-1-mtსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, დაკითხეს: ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი - დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი - ჯემალ შონია, ასევე, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გიორგი ქალდანმა მიუთითა ტყის მასივში ის ადგილი, სადაც ფული და იარაღი დააგდო. სამართალდამცველებმა ამოიღეს 289 100 აშშ დოლარი, 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 228 ვაზნა, 4 ხელყუმბარა, 1 ხიშტ-დანა, 4 ნიღაბი და 4 წყვილი ხელთათმანი. სამართალდამცველებმა დურმიშხან ღვაჩლიანის პირადი ჩხრეკისას 900 დოლარი და მარიხუანა, ხოლო გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისასტე-ტე“- სისტემის პისტოლეტი ამოიღეს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჯემალ შონიამ მიუთითა ის შენობა, სადაც დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღეს.

1-sotrudniki-samart-1-1