აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვდა

1-Alas-aqtual-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრა თემაზე „ქვეყნის უსაფრთხოების გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე“ ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ალასანიამ ბიზნესსექტორისთვის ხელისუფლების მხრიდან  ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრა  საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდება საქართველოს უსაფრთხოება, რას უნდა ველოდოთ ნატო-საქართველოს სამიტის შემდეგ. ყველას კარგად გვესმის, რომ თუ არ იქნება უსაფრთხოება, ქვეყანა თუ არ იქნება დაცული და ქვეყნის თავდაცვაში თუ არ ჩაიდო სახელმწიფოსგან ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლიტიკაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა. შეხვედრას ბიზნესმენებთან ერთად, საქართველოში  აკრედიტებული უცხო ქვეყნების  თავდაცვის ატაშეებიც დაესწრნენ.