აქტუალური
ნიკოლოზ მაღალდაძე: „უვადო პატიმრების სასჯელის გადახედვის 15 წლამდე შემცირება სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნაწილად შეიძლება შეფასდეს“

1-Magaldadze-aqtual-1საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში პენიტენციური სისტემის ნაკლოვანებებმა ზიანი ასობით უვადო პატიმარსაც მიაყენა.

„ეს უნდა იყოს ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა განხორციელდეს კანონში ცვლილება... აღსანიშნავია ევროპის განვითარებული ქვეყნების მაგალითები, სადაც პატიმარს თავისუფლების აღკვეთის 15 წლის ფაქტობრივად მოხდის შემდეგ აძლევენ სასჯელის გადახედვის მოთხოვნის უფლებას. ვფიქრობ ეს უკანასკნელიც კი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ კანონმდებლებმა აღნიშნულ საკითხზე იმუშაონ, ხოლო საკანონმდებლო ორგანომ ისჯელოს და დაამტკიცოს ცვლილებები. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ცდილობს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, კანონმდებლობაც უპირობოდ უნდა მოვიყვანოთ ევროპულ სამართალთან შესაბამისობაში. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ განხორციელებული ცვლილებით, რომლებიც კანონის ლიბერალიზაციისკენაა მიმართული, არაერთი უვადო პატიმარი ისარგებლებს. აქვე აღვნიშნავ, რომ შანსი ყველას უნდა მიეცეს, მით უმეტეს მათ, ვისაც სისტემამ ზიანი მიაყენა“, - აღნიშნავს ნიკოლოზ მაღალდაძე.