უცხოეთი
WWF: რფ - ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა მზარდი ბიორესურსებით

1WWF-zar-1საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთი მსოფლიოს ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა, რომლის აღწარმოებადი ბუნებრივი სიმდიდრის მარაგიც იზრდება, - ნათქვამია რუსეთის ველური ბუნების მსოფლიო ფონდისა და ეკოლოგიური კვალის გლობალური ქსელის მოხსენებაში.

როგორც ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ბიომოცულობის მნიშვნელოვან რეზერვებს ფლობს, რუსეთი მომგებიან მდგომარეობაშია. თუმცა, მიუხედავად ამ უპირატესობისა, რუსეთმა თავისი ეკოლოგიური კაპიტალის გონივრული და მყარი მართვისკენ ძალისხმევა უნდა მიმართოს. თუ ამას ვერ გააკეთებს, მომავალში რუსეთმა შესაძლოა ეკოლოგიური რესურსების სიმცირე განიცადოს, რასაც ბევრი ქვეყანა უკვე ახლა განიცდის“, - ამბობს ეკოლოგიური კვალის გლობალური ქსელის პრეზიდენტი მატის ვაკერნაგელი.

საერთაშორისო ექსპერტებმა რუსეთის რეგიონები ორი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს - ბიომოცულობა და ეკოლოგიური კვალი და დაასკვნეს, რომ ბიომოცულობის მაჩვენებლით რუსეთს მეოთხე ადგილი უკავია მსოფლიოში. ამასთან, მისი მარაგები იზრდება.

„ამგვარად, ჩვენი ქვეყანა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებით უზრუნველჰყოფს თავისთვის ბიომოცულობის სტაბილურ მარაგებს ათეულწლობით წინასწარ“, - აღნიშნავენ მოხსენების ავტორები.