უცხოეთი
მოლდოვას ოპოზიცია ევროკავშირთან ასოციაციის გაუქმებას ან გადახედვას ითხოვს

1Moldavia-zar-2საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. მოლდოვას ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირთან მოლდოვას ასოცირების შეთანხმების დაუყოვნებლივ გაუქმებას ანდა გადახედვას ითხოვენ. მოლდოვამ ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას 27 ივნისს, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, მოაწერა ხელი. მოგვიანებით, მოლდოვას პარლამენტმა 59 ხმით ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ფრაქცია კომუნისტების პარტიამ (34 მანდატი) და პარტია „აღორძინების“დეპუტატთა ჯგუფმა (3 მანდატი) პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს. კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატმა-სოციალისტებმა (სამი მანდატი) ამ დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

მოლდოვას ოპოზიციური კომუნისტთა პარტიის ლიდერმა, ქვეყნის ექსპრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა მოლდოვას მედიაში ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიყენონ პუტინის წინადადება წამოჭრილი პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის შესახებ და ევროკავშირიდან პარტნიორებთან ერთად გადადონ ასოციაციის შეთანხმების ამოქმედება, ყოველ შემთხვევაში 2016 წლამდე მაინც.

პოლიტიკოსის განცხადებით, მოლდოვას მმართველმა კოალიციამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან მოღალატურ შეთანხმებას, რომელიც მოლდოვას სახელმწიფოს ინტერესებს არ შეესაბამება.