აქტუალური
პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 100-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების გზებზე იმსჯელეს

1Sad-aqtual-3საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. პროექტის – „სამეფო ბაღები“ შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 6 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რამაც ზარალი მიაყენა ინვესტორს.  ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება საჯარო კონკურსი არქიტექტურულ პროექტებზე. სპეციალური საბჭო შეარჩევს 3 პროექტს, რომელთაგან საუკეთესოს წლის ბოლოს თავად ინვესტორი აირჩევს.  პროექტის განმახორციელებელია შპს აპოლო “, რომელიც „კემპინსკის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ აპირებს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ უზუსტობაზე გაამახვილა ყურადღება. "სახელმწიფო არ გეგმავს არანაირი ახალი შემზღუდავი რეგულაციების დაწესებას  სასტუმროებისა და რესტორნებისთვის, სახელმწიფოს არა გააჩნია მსგავსი მიზანი“,–განაცხადა კვირიკაშვილმა.