სამართალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა

1Biuro-samart-3საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბიუროს პროექტების მართვის სამმართველოს  უფროსმა თამარ გამყრელიძემ სტუმრებს  ბიუროს ფუნქციებსა და მიზნებზე პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ყურადღება  საქართველოში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებასა და ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების  მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა  თავდაცვის ატაშეების კითხვებს უპასუხეს და მათი რეკომენდაციები მოისმინეს. მხარეებმა  კიბერუსაფრთხოების  კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემატიკამ აქტუალობა 2008  წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ შეიძინა.