შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველო, 13 ოქტომბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი
ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ
რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების მსვლელობა განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.