სამართალი
„ადამიანი კანონი თავისუფლება“-მ შპს „აი-პი-არ აზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით პროკურატურას განცხადებით მიმართა

PR-samart-1საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. „2012 წლის 12 ოქტომბერს კომპანიის მეწილეებმა გიორგი არველაძემ და დიმიტრი კილაბერიძემ საეჭვოდ, დაჩქარებული წესით, გაასხვისეს აღნიშნული კომპანია. გიორგი არველაძე წინა ხელისუფლების მთავრობის წევრი იყო; მის კომპანიასთან წინასაარჩევნოდ გაფორმებული ხელშეკურლებები კორუფციის და ფინანსური მაქინაციების ნიშნებს შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებები გაფორმდა წინასაარჩევნო კამპანიის უკეთ წარმართვისთვის, რაც ხელშეკრულების საგანშია მითითებული, გამოყოფილი თანხები, ჩვენი ვარაუდით მოხმარდა პარტიულ ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანარე, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და წარვუდგინეთ მასალები „შპს აი-პი-არ-საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტის“ საქმიანობის შესწავლისა და კომპანიის გასხვისებისას ნასყიდობის ღირებულების რეალურობის დადგენის მიზნით“ , - განაცხადა ორგანიზაციის - „ადამიანი კანონი თავისუფლება“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძემ. ორგანიზაცია პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში წარმოადგენს.