პუბლიკაციები
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები რუსეთს საქართველოსთვის შურისძიებით ემუქრებიან - მედია

1Boevik-pol-1-anსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ომარ ალ-შიშანმა, მეტსახელად „ჩეჩენი-ომარი“, განაცხადა, რომ მის ბოევიკებს შეუძლიათ იერიში მიიტანონ რუსეთზე.
ამის შესახებ მა ტელეფონით მამამისს აცნობა, - წერს ZN.UA “ბლუმბერგზე“ დაყრდნობით.

მამა, ნუ დარდობ, სახლში ჩამოვალ და სეირს ვუჩვენებ რუსეთს. ათასობით ადამიანი მომყვება და მათი რიცხვი იზრდება. ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით რუსეთს“, - მოახდინა ბოევიკის ციტირება მამამისმა თემურ ბათირაშვილმა.

ომარ-ალ-შიშანის პატარა სამშობლოს (მეორე სახელი - თარხან ბათირაშვილი) პანკისის ხეობა წარმოადგენს - რეგიონი ჩრდილოეთ საქართველოში, სადაც 2008 წელს რუსეთი შეიჭრა, რომელიც მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობას ჩრდილოეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ის მეთაურობს „ისლამური ხალიფატის“ ბოევიკებს სირიასა და ერაყში და წარმატებული ოპერაციები ჩაატარა  ბაღდადის დასავლეთით მდებარე ანბარის პროვინციაში. ირანელ სამხედროებს იქ 500 კაცი დაეხოცათ, ხოლო 180 ტყვედ ჩავარდა.

უწინ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩეჩნეთსა და მთლიანად კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან. როგორც ცნობაშია აღნიშნული, ბოევიკები პირადად რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან როგორც სირიის მეთაური ბაშარ ასადის მოკავშირეს, რომელსაც იგი იარაღითა და საბრძოლო მასალებით ამარაგებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ ბოივიკები, რომლებიც უპირატესად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედებენ, ომს აწარმოებენ ქურთებთან. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები გაიმართა სირია-თურქეთის საზღვარზე, ქალაქ კობანის რაიონში. მსხვერპლთა რიცხვი იქ ასეულებს აღწევს.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას, აშშ-ის გარდა, შეუერთდნენ საფრანგეთი, ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია.