უცხოეთი
ჩვენ შოკირებული ვართ უკრაინის ხელისუფლების მოქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში და მხარს ვუჭერთ რუსეთის გეგმას უკრაინის კრიზისის დარეგულირების შესახებ“ - ევროკავშირმა უკრაინაზე უარი თქვა!

1Evrosoiuz-zar-3-anსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმა ჯეფ ნონბერგმა განაცხადა: „უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებსა და უკრაინის ხელისუფლების შოკისმომგვრელ მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, გააუქმოს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოციაციის შეთანხმების მეორე ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერა. ასევე, ეჭვქვეშ ვაყენებთ უკრაინული მთავრობის ლეგიტიმურობას. ჩვენ შოკირებული ვართ უკრაინის ხელისუფლების მოქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში და მხარს ვუჭერთ რუსეთის გეგმას უკრაინული კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა, ევროპას ომი არ სურს!“

„ევროკავშირი ჯერჯერობით მზად არ არის, უკრაინა თავის რიგებში მიიღოს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ლორან ფაბიუსმა, რომლის თქმითაც, ევროპისკენ სწრაფვამდე კიევმა ჯერ მოსკოვთან კარგი ურიერთობები უნდა დაამყაროს.